Back to Top
პარასკევი, 29 მარტი 2019 16:18

გორის მერია აპირებს ავტომობილი შპს "საპროექტი ორგანიზაცია არქიტექტორს" ათხოვოს

Rate this item
(0 votes)

შპს "საპროექტი ორგანიზაცია არქიტექტორს" სურს, რომ 2 წლით გორის მერიის მანქანით ისარგებლოს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, რომ შპს "საპროექტი ორგანიზაცია არქიტექტორთან" თხოვების ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის თანახმად, აღნიშნული კომპანია მერიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მწვანე ფერის ნივით, 2 წლის ვადით ისარგებლებს.

მერიამ მოძრავის ქონების თხოვების თაობაზე, თანხმობა საკრებულოსგან უკვე ითხოვა.

საკითხს დეპუტატები აპრილის დასაწყისში, საკრებულოს სხდომაზე უყრიან. 

განკარგულებაში, რომელიც საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იყო წარმოდგენილი, არ არის განმარტებული, თუ რა მიზნით გადაეცემა მერიის ავტომანქანა კომპანიას. 

Read 504 times