Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 29 მარტი 2019 13:33

გოგონას მდგომარეობა, რომელმაც თებერვალში თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კრიტიკულად მძიმეა

Rate this item
(0 votes)

გოგონა, რომელმაც 19 თებერვალს თვითმკვლელობა სცადა, ისევ კომაშია, - ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ სამხედრო ჰოსპიტალიდან აცნობეს.

საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მისი მდგომარეობა არ შეცვლილა“.

შეგახსენებთ, რომ გორში 16 წლის გოგონამ 19 თებერვალს თვითმკვლელობა სცადა. ოჯახის წევრებმა მას უგონო მდგომარეობაში მიუსწრეს და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

Read 2232 times Last modified on პარასკევი, 29 მარტი 2019 13:38