მამა იოანე: არასერიოზული დამოკიდებულებაა, როდესაც ყოველდღე "სამარხვო ხინკალს" ჭამს ადამიანი

მარტი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მამა იოანე ბონდარენკოს თქმით, თუ ადამიანმა მარხვასთან ერთად გემოთმოყვარეობაც არ დათრგუნა, მისი დამოკიდებულება მარხვის მიმართ უბრალოდ არასერიოზულია. 

"მარხვა პირველ რიგში არის სულიერი მოვლენა. ამ სულიერ მოვლენას თან ახლავს ხორციელი მოვლენა, რომელიც ერთგვარად შემამაგრებელია ამ სულიერი მოვლენისა. როდესაც ადამიანს ვნებები აწუხებს, ეს ვნებები მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია მის ჭამა - სმასთან. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა დააცხროს თავისი ხორციელება, უხეშად რომ ვთქვათ, მუცელი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდოს ვნებების დაცხრომაში.

​როდესაც არის გემოთმოყვარეობის ვნება, შეიძლება მარხულობს ადამიანი ამ სამარხვო ხინკლის ჭამით თუ სხვა რაღაცებით, მაგრამ რაც აკლია, თითქოს ამის ანაზღაურებას ცდილობს. არ არის ისე, თითქოს არ მარხულობს, მაგრამ არასერიოზული დამოკიდებულებაა მარხვის მიმართ. უკიდურესობებს შორის არის ქრისტიანობა - თუ ადამიანმა გააკეთა სამარხვო ნამცხვარი, სტუმრების გასამასპინძლებლად, არაა პრობლემა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გადაიზარდა ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, სამარხვო ხინკლები, ხაჭაპურები და ა.შ. , ეს არასერიოზულია. 

ზომიერების დაცვაა ყოველთვის საჭირო. არამხოლოდ მარხვასთან, არამედ ყველაფერთან. სადაც არაა ზომიერება, იქაა ფანატიკოსობა და დამახინჯებულად აღქმა ქრისტიანობის.  

როდესაც ჭამ დავუშვათ 30 - 40 "სამარხვო ხინკალს", ეს შეიძლება სამარხვო საჭმელი იყო შემადგენლობით, მაგრამ არასერიოზული დამოკიდებულებაა მარხვისადმი, რადგან გემოთმოყვარეობას უნდა უნდა ებრძოლო. მარხვა ისაა, რომ რაც ადამიანს თრგუნავს, რაც იმონებს, იმისგან გათავისუფლებას უნდა ებრძოლოს. თუ ადამიანი ასევ თქვათ, დამონებულია ამ ხინკლის ჭამით, რა მნიშვნელობა აქვს ხორციელ ხინკალს შეჭამს თუ სოკოსგან დამზადებულს. ხომ ხინკალს ჭამს და ამიტომ მისი მარხვა არაა სრულყოფილი, რადგან ისევ იმას ემონება, რასაც ემონებოდა მარხვის დაწყებამდე", - გვითხრა მამა იოანე ბონდარენკომ

Read 1678 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი