გორიდან აშშ-ში ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეც გაემგზავრება

მარტი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

FLEX-ის კიდევ ერთი გამარჯვებული ამერიკის უნივერსიტეტის მოსწავლე ლედი ღერკენაშვილია, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" თავად სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

პროგრამის ფინალისტი მეათე კლასელია. ის ერთი აკადემიური წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

ამავე თემაზე: FLEX-ის პროგრამაში წელს 10-მდე გორელმა მოსწავლემ გაიმარჯვა - სია

პროგრამა სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

Read 1514 times Last modified on Last modified on მარტი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი