FLEX-ის პროგრამით აშშ-ში გორელი თათია უმეკაშვილიც გაემგზავრება

მარტი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

FLEX-ის კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. თათია უმეკაშვილი გორის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეა და პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში მასპინძელ ოჯახში იცხოვრებს.

პროგრამა სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

ამავე თემაზე: გორის IV სკოლის ორმა მოსწავლემ "FLEX"-ის პროგრამაში გაიმარჯვა

Read 1350 times Last modified on Last modified on მარტი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი