Print this page

გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში სპორტული სივრცეები მოეწყობა

მარტი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, სპორტული სივრეები მოეწყობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორში სივრეების მოწყობა კომბინატის და კვერნაქის დასახლებებში იგეგმება.

"სპორტული სივრცეების მოწყობა მოხდება "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში. უკვე შერჩეულია ადგილები, სადაც სივრეები მოეწყობა. მაგალითად, კომბინატში გადაწყვეტილია, რომ გორგასლის ქუჩასა და შინდისის გზატკეცილზე მოეწყოს", - უთხრა რადიო "მოზაიკას" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა. 

სპორტულ სივრცეებში დაიდგმება საჩრდილობელი ფანჩატურები, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები დამონტაჟდება. 

მერიის თქმით, ამისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება. 

Read 422 times Last modified on Last modified on მარტი 28 2019