6-თვიანი პაუზის შემდეგ, გორის მერი ლაივსტრიმს განაახლებს

მარტი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სექტემბრის შემდეგ, გორის მერის პირველი ლაივ-ჩართვა ფეისბუქზე 29 მარტს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ჩართვას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია ხაჩიური წარუძღვება.

"ჩვენი თანამშრომელი გააჟღერებს იმ კითხვებს, რომლებსაც მაყურებელი ლაივის ქვეშ, კომენტარის სახით დატოვებს", - გვითხრეს მერიაში.

ლაივ-ჩართვისთვის ერთ-საათიანი დროა განსაზღვრული, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, კითხვების სიმრავლის შემთხვევაში, მისი გაგრძელებაც შესაძლებელია.

ინფორმაციისთვის, გორის მერმა ბოლო ლაივ-ჩართვა 2018 წლის სექტემბერში ჩაწერა. შეჩერებული პროექტის შესახებ რადიო "მოზაიკამ" მასალა ბოლოს 21 მარტს მოამზადა, სადაც გორის მერმა კითხვაზე, რატომ შეაჩერა ლაივ-ჩართვები, გვითხრა, რომ მას უახლოეს მომავალში განაახლებდა.

ამავე თემაზე: რატომ შეჩერდა გორის მერის "ლაივსტრიმი" და რას ფიქრობენ მოქალაქეები

Read 516 times Last modified on Last modified on მარტი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი