ხახუბიას საქმეზე გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს

მარტი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე 2 პოლიციელს პატიმრობა მიუსაჯა.

სამარათლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"ჩვენ არ ვართ კმაყოფილები დღევანდელი გადაწყვეტილებით და როცა ის ჩაგვბარდება, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გორის რაიონული სასამარათლოს მოსამართლე ნიკა მარსაგიშვილმა ერთ პოლიციელს - 2 წელი და 6 თვე, ხოლო მეორეს - 2 წელი და ერთი თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ხაბელაშვილი კი გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა.

მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მოგვიანებით, ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს. 

ამავე თემაზე: ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე 2 პოლიციელს პატიმრობა მიუსაჯეს

 

 

Read 440 times Last modified on Last modified on მარტი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი