Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 11:40

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე 2 პოლიციელს პატიმრობა მიუსაჯეს

Rate this item
(0 votes)

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე 2 პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გაათავისუფლეს. 

ბოლო სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გორის რაიონული სასამარათლოს მოსამართლე ნიკა მარსაგიშვილმა ერთ პოლიციელს - 2 წელი და 6 თვე, ხოლო მეორეს - 2 წელი და ერთი თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ხაბელაშვილი კი გაათავისუფლა. 

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლებს ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობა ედებოდათ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა.

მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მოგვიანებით, ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს. 

Read 2347 times Last modified on ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 12:02