Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 26 მარტი 2019 16:08

გორში, გრიბოედოვის ქუჩაზე რკინა ბეტონის ნაპირსამაგრი მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

გორში მდინარის კალაპოტების ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წელს დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მალხაზ ლალებაშვილის თქმით, პროექტი მზადაა და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან.

"გრიბოედოვის ქუჩაზე გაკეთდება რკინა ბეტონის ნაპირსამაგრი, 100-მეტრიანი ზოლი. პროექტი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. მოხდება მდინარე მტკვრის რამოდენიმე ნაპირის გამაგრებაც“ , -   ამბობს მალხაზ ლალიაშვილი.

მდინარის კალაპოტების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 2 000 000 - მდე ლარია გათვალისწინებული

Read 949 times