ენმ გორში, ერთ-ერთი ცენტრალური უბნისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევას ითხოვს

მარტი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  გორში, რომელიმე ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევას ითხოვს.

საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ ამ ინიციატივით ზვიად გამსახურდიას ხსოვნისთვის პატივის მიგება სურთ. 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ გორში იყოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ღირსეული მამულიშვილის სახელობის ქუჩა და ამით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.  მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ქუჩის მოძიება და პროცედურული საკითხები", - მიმართავს დგილობრივ ხელისუფლებას ქორჩილავა.

"თუ არ გყოფნით ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ მოიძიოთ ქუჩა, ენმ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ აღნიშნულ პროექტზე“, - ამბობს ბექა ქორჩილავა.

ის საკითხის ინიციცირებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც აპირებს. 

Read 456 times Last modified on Last modified on მარტი 26 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი