ოჯახს, რომელსაც ხურვალეთში წუხელ კოტეჯი დაეწვა, გორის მერია დაეხმარება

მარტი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სოფლიდან დევნილი ოჯახის ზარალს, რომელსაც ხურვალეთში კოტეჯი დაეწვა, სპეციალური კომისია შეისწავლის, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიის სოციალური სამსახურიდან აცნობეს.

სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძის განმარტებით, საცხოვრებელ სახლზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად, მერია ერთჯერად თანხას, მაქსიმუმ 3 000 ლარს გასცემს, თუმცა მანამდე ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს წარმოდგენილი, თუ რა ზარალი განიცადა ოჯახმა შემთხვევის შედეგად.

"თუ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იმყოფებოდა, ეს ნიშნავს, რომ პროცედურები უკვე დაწყებულია. დაზარალებულმა ოჯახმა განცხადებით უნდა მოგვმართოს, რის შედეგქდაც ზიანის ოდენობას სოპეციალური კომისია შეისწავლის. გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მომზადებასაც გარკვეული დრო სჭირდება, ამის შემდეგ კი, მაქსიმუმ ერთ კვირაში, დაზარალებულ ოჯახს გავუწევთ ფულად დახმარებას, რომლის ოდენობაც სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს დავით ჩიხრაძე.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯი დაიწვა. 

ამავე თემაზე: ხურვალეთში დამწვარია კოტეჯის 2 ოთახი - მშობლები შვილებთან ერთად, საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდნენ

Read 1066 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი