Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 26 მარტი 2019 11:08

ფერმერს, რომელსაც ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, 150 ძირი ნერგი გადაეცა

Rate this item
(0 votes)

სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი ჩაუტანეს და მათ დარგვაში დაეხმარნენ.

ალექსანდრე კოპაძეს, გასული წლის დეკემბერში, ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს.

შიდა ქართლის გუბერნიის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის შუამდგომლობით, კერძო სანერგე მეურნეობამ, შპს „კომპლექს - არგომ“ ალექსანდრე კოპაძეს ბაღის აღსადგენად ვაშლის ნერგები უფასოდ გადასცა.

ფერმერს სპეციალური ტექნიკით დახმარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ალექსანდრე კოპაძეს დაეხმარა და გვერდში დაუდგა, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობას „კომპლექს - აგრო“, რომელმაც ფერმერს ნერგები უსასყიდლოდ გადასცა. ასეთი მხარდაჭერით ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ იმას, რომ გაჩანაგებულ ბაღს აღვადგენთ, არამედ ადამიანებს დავუბრუნებთ სიკეთის, გვერდში დგომის, გულშემატკივრობის რწმენას.

"შიდა ქართლის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღების განახლება. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს. ვანდალურად გაჩეხილი ბაღის ადგილას, საერთო ძალისხმევით, ალექსანდრე კოპაძეს ახალი ბაღი ექნება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გუბერნატორთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილიც იმყოფებოდა.

Read 973 times Last modified on სამშაბათი, 26 მარტი 2019 11:11