ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების მკვლელობაში მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს

მარტი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში 20 წლის მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს.

გორის რაიონულ სასამართლოში ბოლო სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე დაიწყო.

მოსამართლემ და 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მოისმინეს ადვოკატების და პროკურორების დასკვნითი სიტყვა. პროცესზე ისაუბრა ბრალდებულმა მალხაზ კობაურმაც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივლისში 43 წლის რაიანი, 42 წლის ლორა სმიტი და მათი 4 წლის ბიჭი მოკლეს. სმიტების ოჯახი დასასვენებლად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი კი 4 ივლისს გაწყდა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალი საქართველოს მოქალაქეს, 20 წლის მალხაზ კობაურს წაუყენეს.

დღეს კი, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში და განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური გაამართლეს.

 

 

 

 

 

Read 2484 times Last modified on Last modified on მარტი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი