Back to Top
ორშაბათი, 25 მარტი 2019 17:05

გორში 7 ქუჩა მოპირკეთდება - ქუჩების ჩამონათვალი

Rate this item
(0 votes)

გორში 7 ქუჩა მოპირკეთდება.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.

"გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტები. გორში, ქუჩების სავალი და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში, 7 ქუჩა მოპირკეთდება", - თქვა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დავით რაზმაძემ.

2019 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორისაა:

ქუთაისის ქუჩის (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია;
ქუთაისის ქუჩის (აღმაშენებლის გამზირიდან რომელაშვილის ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ქეთევან წამებულის ქუჩის ( აღმაშენებლის ქუჩის კვეთიდან ძმ. რომელაშვილების ქუჩის კვეძთამდე) რეაბილიტაცია;
გორიჯვრის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
თარხნიშვილის ტროტუარის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის მოწყობა;
მელიქიშვილის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის მოწყობა;
მელიქიშვილის ჩიხის რეაბილიტაცია.

Read 3163 times Last modified on ორშაბათი, 25 მარტი 2019 21:58