"ექვთიმე ღვთისკაცი" გორში

თებერვალი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში  ნიკოლოზ ხომასურიძის რეჟისორობით გადაღებული ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება მოეწყო.

 მეორე დღეა, გორში "ექვთიმე ღვთისკაცის" ნახვა შეგვიძლია. ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის  ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს და მოიცავს საფრანგეთში გატარებულ ემიგრაციის პერიოდს 1921-45 წლებში.

28313425 2008647349160528 1902403361 n

ფილმი ხალხის  ქველმოქმედების შედეგად გადაიღეს. ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

28308527 2008647359160527 1455703599 n

მსახიობები გორელ მაყურებელს პირადად შეხვდნენ და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. მათ შემოქმედებით ჯგუფთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

28381818 2008647355827194 2115141613 n

ფილმის ჩვენება 5 იანვრიდან, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლიდან, ლიხაურიდან დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემიერა 20 იანვარს ფილარმონიაში შედგა. გორის შემდეგ კი ექვთიმე ღვთისკაცის ჩვენება ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. შემოქმედებითი ჯგუფის განმარტებით, ფილმი, ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსად, საქართველოს ყველა კუთხეს შემოივლის.

 

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ნიკოლოზ ხომასურიძის რეჟისორობით გადაღებული ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება მოეწყო. ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს და მოიცავს საფრანგეთში გატარებულ ემიგრაციის პერიოდს 1921-45 წლებში. მსახიობები გორელ მაყურებელს პირადად შეხვდნენ და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. მათ შემოქმედებით ჯგუფთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ფილმი ხალხის ქველმოქმედების შედეგად გადაიღეს. ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის ჩვენება 5 იანვრიდან, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლიდან, ლიხაურიდან დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემიერა 20 იანვარს ფილარმონიაში შედგა. გორის შემდეგ კი ექვთიმე ღვთისკაცის ჩვენება ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. შემოქმედებითი ჯგუფის განმარტებით, ფილმი, ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსად საქართველოს ყველა კუთხეს შემოივლის.

Read 1620 times Last modified on Last modified on თებერვალი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი