Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მარტი 2019 12:34

გორელ სოციალურ მუშაკებს 4 მოთხოვნა აქვთ

Rate this item
(0 votes)

თბილისში სოციალური მუშაკების მიერ გამართულ აქციას გორიდან 5 თანამშრომელი შეუერთდა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" აქციის მონაწილეებმა აცნობეს.

გორელი სოციალური მუშაკების უკმაყოფილებას 4 საკითხი იწვვევს, რაც მათივე თქმით შრომით უფლებებს ლახავს/არღვევს.

უკმაყოფილო გორელი სოციალური მუშაკების ინფორმაციით, არ არსებობს სათანადო სერვისები, სააგენტოში კადრების ნაკლებობაა, საქმის რაოდენობიდან გამომდინარე, სამუშაო დღე არანორმირებული გრაფიკით მიმდინარეობს და არ ხდება ზეგანაკვეთის ანაზღაურება.

მათი მოთხოვნების შესაბამისია - დაიხვეწოს სერვისების პაკეტი, გაიზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა, მოხდეს სამუშაო გრაფიკის გაუმჯობესება და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. 

გორთან ერთად, სოციალური მუშაკები თბილისსა და სხვა ქალაქებშიც გაიფიცნენ.  გორის სოციალური სააგენტოში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მუშაობა მათ სამსახურში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და შეფერხებებს ადგილი არ აქვს.

ამავე თემაზე: გორში მომუშავე სოციალური მუშაკები თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ

Read 869 times Last modified on ორშაბათი, 25 მარტი 2019 12:41