Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მარტი 2019 12:17

შსს ნიქოზში პოლიციელების და ადგილობრივების გმირთა მემორიალს მოაწყობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ პოლიციელებისა და ადგილობრივების გმირთა მემორიალს მოაწყობს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

ეს საკითხი დღის წესრიგში სოფელ ნიქოზის მოსახლეობის ინიციატივით დადგა. 

ნიქოზელებმა გორის მუნიციპალიტეტის მერს წერილობით მიმართეს და სოფელში მემორიალის მოწყობა სთხოვეს. ამის შემდეგ, გორის მერმა ადგილობრივების ინიციატივა შიდა ქართლის გუბერნატორს გააცნო. 

"2019 წლის 04 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის მერმა წერილით მიმართა გორის კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულს, რომელსაც ერთვოდა სოფელ ნიქოზში მოსახლეობის კოლექტიური განცხადება. განცხადებით სოფლის მოსხლეობა ითხოვს, სოფელ ნიქოზში მოეწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისთვის და ადგილობრივების გმირთა მემორიალი. 2019 წლის 08 თებერვალს გორის კასპის, ქარელის დახაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულმა წერილით მიმართა შსს -ს. წერილში აღნიშნულია, რომ გორის მუნიციპალიტერტს სოფელ ნიქოზს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელია სკვერის მოწყობა. ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, შსს- ს მიმართავს თხოვნით შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება", - ვკითხულობთ განკარგულებაში, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა და რომლითაც მემორიალის ასაშენებლად გამოყოფილი ფართი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. 

მიღწეული შეთანმხების მიხედვით, 500 კვ. მეტრი ფართი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა და იქ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების და ადგილობრივების გმირთა მემორიალს მოაწყობს. მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სკვერის მოწყობაც. 

Read 1345 times Last modified on ორშაბათი, 25 მარტი 2019 12:32