Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მარტი 2019 11:51

გორში მომუშავე სოციალური მუშაკები თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ

Rate this item
(0 votes)

"სოციალური მუშაკები გორშიც გაიფიცნენ და შეუერთდნენ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა აცნობეს.

მათი განმარტებით, საქმე სხვას გადააბარეს და კოლეგების მოთხოვნებს დედაქალაქში შეუერთდნენ. 

რადიო "მოზაიკა" სოციალური სააგენტოს გორის ოფისს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, სხვა დეტალების დასადგენად კი პრესცენტრთან დაკავშირებას გვირჩევენ.

სოციალური მუშაკები გორთან ერთად სხვა ქალაქებშიც გაიფიცნენ. მათი უკმაყოფილება, ძირითადად, თანამშრომელთა სიმცირეს ეხება, რის გამოც მათი განმარტებით, სრულყოფილად მუშაობას ვერ ახერხებენ.

Read 884 times