განათლების სამინისტრომ ცხინვალის დრამატულ თეატრს შენობა გადასცა

მარტი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართი გადასცა.

შენობა, რომელიც ცხინვალის თეატრს გადაეცა, პეტრიაშვილის #7-ში მდებარეობს.

"ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს და ტურისტულად აქტიური უბანია. შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და იმედი გვაქვს, რომ თეატრი პირველ წარმოდგენას ახალ შენობაში მომავალ წელს გამართავს", - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია, რათა ცხინვალის თეატრმა სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს.

ინფორმაციისთვის, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 142 წლისაა.

1991 წელს ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად ეს უძველესი თეატრი იძულებული გახდა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაეტოვებინა ქალაქი. 28 წლის განმავლობაში დასმა სხვადასხვა შენობაში იმუშავა.

 

 

Read 488 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი