ხუბულური: პროპორციული სისტემის მოთხოვნით, ოპოზიცია კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

მარტი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ისედაც ამოქმედდება, ოპოზიციის მოთხოვნა კი კონსტიტუციის ჩარჩოებს სცდება, - ამ განცხადებას რადიო "მოზაიკასთან" გორის თემის მაჟორიტარი თენგიზ ხუბულური აკეთებს.

პარლამენტარი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციციის მოთხოვნა ვერ განხორციელდება, რადგან მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

"მათი მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ შევცვალოთ კონსტიტუცია. 2024 წლიდან ისედაც პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ და მანამდე კონსტიტუციას  ხომ არ დავარღვევთ. ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი კონსტიტუციაში. თვითონ ხომ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ რატომ არ შეცვალეს, თუ რამის შეცვლა უნდოდათ. თუ ჰგონიათ რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობით ვეღარ შევა პარლამენტში მომავალ წელს, ძალიან ცდებიან. ნახეს ალბათ 2018 წელს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერია", - ამბობს თენგიზ ხუბულური.

Read 607 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი