Print this page

მუნიციპალიტეტში დასაქმების დაპირების სანაცვლოდ თანხის აღების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

მარტი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში დასაქმების დაპირების სანაცვლოდ მოქალაქისგან თანხის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაასაქმებდა  გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

Read 792 times Last modified on Last modified on მარტი 21 2019