Print this page

მოსახლეობის დამოკიდებულება NGO - ების მიმართ - გორში კვლევის შედეგები წარადგინეს

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე ნაკლებად რუსეთის ინტერესებს იცავენ", - ასეთია მოსახლეობის დამოკიდებულების გამოკითხვის შედეგები, რომელიც  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივამ ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი შეიძლება ჩაითვალოს მეტ - ნაკლებად ინფორმირებულად არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე მეტად საკუთარი თანამშრომლების ინტერესებს იცავენ.

კითხვაზე, თუ როგორი ადამიანები არინ ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორში, ყოველმა მეათემ განაცხადა, რომ ასეთ ადამიანთან შეხება არ აქვს.

მოსახლეობის მეოთხედმა დაასახელა ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.

21% ასახელებს ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნას და ადამიანებს, ვისაც" ჩემნაირი ხალხის დახმარება სურს“.

შედარებით ნაკლებია მათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ აქტიურ ადამიანებს საკუთარი პრობლემები მოგვარება სურს, "გრანტიჭამიაა", ან კარიერისტი.

კვლევამ გამოკვეთა მოსახლეობის დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, იცის თუა არა მოსახლეობამ ორგანიზაციის დანიშნულება, რამდენად ენდობიან მათ მუშაობას, ვინ უნდა აფინასებდეს და რა მიზნით. 

“კვლევა ასახავს  საქართველოს მთელი მოსახლეობის  განწყობებს. სამწუხარო ამბავი რაც გამოიკვეთა, ეს არის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რჩება მომხმარებლად, შეინიშნება კლიენტალური დამოკიდებულება. ძალიან დიდი აქცენტი კეთდება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რომელსაც ხალხი მოიაზრებს მწვავე საკითხების მომგვარებლად. ნაკლებად იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე.

ამ კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას“, - აღნიშნა ნათია ნადირაძემ, გორის საინფორმაციო ცენტრი შიდა ქართლის ჰაბის პროექტების მენეჯერმა.

კვლევის პრეზენტაცია გორის საინფორმაციო ცენტრის ოფისში, შიდა ქართლის ჰაბის ინიციატივით გაიმართა. გამოკითხვა საქართველოს სამ დასახლებულ პუნქტში ჩატარდა. 

Read 435 times