ზოგჯერ პროგრამა ჭედავს - მაკრახიძის განმარტება წითელ და მწვანე ღილაკებზე

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სულ ორი ღილაკია, ერთი მწვანე, ერთი წითელი, როგორ უნდა აერიოს ვინმეს, არ მესმის. ერთი ნიშნავს-წინააღმდეგს, მეორე მომხრეს."

გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში წითელი და მწვანე ღილაკების თემას ეხმაურება და ფიქრობს, რომ 19 მარტს, პლენარულ სხდომაზე მიღებული შედეგი, ზვიად კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით, შესაძლოა პროგრამული ხარვეზის ბრალი იყოს.

ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გუშინ ვერ გადააყენეს. მის წასვლას მხარი უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმაც არ დაუჭირა. ამ შედეგის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ დეპუტატების ნაწილს ხმის მისაცემი ღილაკების ფერები აერიათ. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი და ფაქტს სხვა ახსნას აძლევს. აქვე ისოებ მაკრახიძე ადასტურებს, რომ კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი დაუჭირა და შესაბამისი ღილაკიც გამოიყენა.

"ამ ღილაკების გამოყენებაში ყველა თავიდანვე გავერკვიეთ. ძალიან მარტივია. აგერ ჩვენს წინ არის ეს ელექტროპულტი. ერთს აწერია "+" - მომხრე და არის მწვანე ფერის. მეორე ღილაკი არის წითელი და აწერია "-", რაც წინააღდეგს ნიშნავს. მე მგონია, რომ დეპუტატებს ღილაკის ფერები კი არ აერიათ, არამედ პროგრამულად აირია რაღაც. ხდება ხოლმე, ზოგჯერ ჭედავს ეს პროგრამა", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 582 times Last modified on Last modified on მარტი 20 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი