ინდოეთის მოქალაქის შეურაცხყოფისთვის გორში ერთი პირი დააკავეს

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა.

ინფორმაციას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს, რომლის მიხედვით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მუქარისა და ცივი იარაღის ტარებისთვის, 30 წლის ა.ხ. გორში დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ინდოეთის მოქალაქეს - 29 ლის ჯ.ჯ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 569 times Last modified on Last modified on მარტი 20 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი