გაერთიანებული ოპოზიცია გორელებს პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობას აცნობს

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან.

თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, ბადრი ბასიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, ადგილობრივ საზოგადოებას ხვდებიან და პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ესაუბრებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიები გაერთიანდნენ იდეით, რომ საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული გახადონ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმოწერებს აგროვებენ. 25 პარტია ითხოვს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აწყობენ.

Read 268 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი