Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 19 მარტი 2019 12:24

ხმა გორის პატრულის რაციაში: მაგისტრალის ეკიპაჟებმა იაქტიურეთ დარღვევებზე, კაცო

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით საპატრულო პოლიციის მიერ წარდგენილ სამხრე კამერის გადაღებულ ვიდეოში ისმის პატრულის მანქანის რაციაში გადმოცემული შეტყობინების ჩანაწერი.

"ხმა" პატრულს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ხმა რაციაში: მაგისტრალის ეკიპაჟებმა იაქტიურეთ დარღვევებზე, კაცო. არ ისმის თქვენი მუშაობის ხმა. 

სამხრე ვიდეო კამერის ჩანაწერი დაკავებული პირის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანას ასახავდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმა უკანონოდ მიიჩნია და პატრულს უთხრა, რომ თავხედურად იქცეოდნენ.

დაკავებული პატრულს: თქვენც ასე მოგიწოდეს ხომ აქტიურობისკენ....

პატრულ - ინსპექტორს დაკავებულის შენიშვნაზე არაფერი უთქვამს.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ გორის პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა.

Read 4278 times Last modified on სამშაბათი, 19 მარტი 2019 12:40