Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 18 მარტი 2019 18:25

ნუ დატოვებ მიღმა - 20 მარტს გორში დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავენ

Rate this item
(0 votes)

20 მარტს გორში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

რიგით მერვე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის სლოგანია „ნუ დატოვებ მიღმა“.

გზავნილი გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობას სრულფასოვან ცხოვრებაზე დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანისთვის.

ამ დღის აღმნიშნვნელი ტრადიციული სიმბოლო ჭრელი წინდაა

5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ:

  • დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
  • დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
  • დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
  • დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

ღონისძიება დაიგეგმა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი" UN Association of Georgia - UNAG ?? USAID/Georgia კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი. 

Read 975 times