Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 17 მარტი 2019 17:48

შიდა ქართლის გუბერნატორის ახალი მოადგილე დეტექტივების სამსახურის ყოფილი უფროსია

Rate this item
(0 votes)

ამირან ქრისტესიაშვილი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დევნილების საკითხებზე იმუშავებს. 

 შიდა ქართლის გუბერნატორმა წელს უკვე მეორე მოადგილე დანიშნა. ნუგზარ სამხარაძესთად ერთად, ამ თანამდებობაზე დღეიდან, ერედვიდან დევნილი, ამირან ქრისტესიაშვილი იმუშავებს. ინფორმაცია ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა. უწყების ცნობით, ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში ადგილნაცვალი პირების თემაზე იმუშავებს. 

ამირან ქრისტესიაშვილი ამ თანამდებობამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსად მუშაობდა, უფრო ადრე კი ის შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის, შემდეგ კი ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა. 

შიდა ქართლის გუბერნატორის ახალი მოადგილე 2008 წლიდან ამ დრომდე შსს-ზე დაქვემდებარებულ სამსახურებში იყო დასაქმებული. 

Read 4616 times Last modified on კვირა, 17 მარტი 2019 18:10