გორში, შოთა რუსთაველის მემორიალის და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, შოთა რუსთაველის მემორიალისა და ობიექტის მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები, ძეგლის პიედესტალი და მიმდებარე ტერიტორია. მოპირკეთდება, გაიწმინდება და დამუშავდება მონუმენტის ზედაპირი.

გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 54 395 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო ტრესტი №3” აწარმოებს.

შოთა რუსთაველის მემორიალი, რომლის ავტორი გორელი არქიტექტორი ირაკლი ბიბინეიშვილია, 1967 წელს მოეწყო. მას შემდეგ ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

პროექტი იმ გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2017 წელს ევროკავშირისგან მიიღო.

 

 

Read 707 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი