Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 15 მარტი 2019 11:33

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა 12 მეომრის ნეშტი ოჯახებს გადაეცემათ

Rate this item
(0 votes)

კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა,  - ინფორმაციას ამის შესახებ „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია ავრცელებს.

„კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრებს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. გარდა 12 ქართველისა, ამ ეტაპზე, 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგადუგზო-უკვლოდ დაკარგული სულ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

საკოორდინაციო მექანიზმის მანდატი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 200-ზე მეტი პირის ბედის და ადგილსამყოფელის გარკვევას და მათი ოჯახის წევრების სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. მისი საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. 

ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 163 პირი.

15 მარტს, 16:30 საათზე, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადააასვენებენ. 19:00-ზე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი დაესწრება.

Read 919 times