იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა გორში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

მარტი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე გორში ადგილობრივ იურისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში გაიმართა, სადაც სასამართლო სისტემის ადგილობრივ პრაქტიკაზე ისაუბრეს, კონკრეტული მაგალითები განიხილეს და ქართულ მართლმსაჯულებაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები შეაჯამეს.

“გადავიწყვიტე, რომ სამართლიანობის თემებზე დამეწყო გასვლა რეგიონებში, იმისთვის, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, რა ხდება სასამართლოში, რა პრობლემებია, რა საკითხები ადარდებს მოსახლეობას სამართლიანობის კუთხით, ყველაფერი ეს პირადად მოვისმინო და გავიგო. თუ ჩვენ არ მივიტანეთ ყველა ამ პრობლემის არსი ხალხამდე, ეს დარჩება, როგორც საუბარი კაბინეტში რამდენიმე ადამიანს შორის. ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ნაყოფიერი ადგილობრივ ლიდერებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან სასამართლოს მხრივ, სად არის ხალხის გასაჭირი და როგორია ადგილობრივი მოსახლეობის გულის ცემა“, - ამბობს ანა დოლიძე.

Read 508 times Last modified on Last modified on მარტი 14 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი