Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 12:18

პარლამენტარის კომპანიამ სატვირთო მანქანა ძმის სამსახურს ბიუჯეტის ხარჯზე მიაქირავა

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიამ მისი ძმის სამსახურს სატვირთო მანქანა, მძღოლთან ერთად, 400 ლარად მიაქირავა, თანხა კი შპს "იბოლიას" ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაერიცხა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილედ გორის მაჟორიტარის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე ერთი წელია მუშაობს. შესაბამისად, ძმის კომპანიასთან პირდაპირი წესით შესყიდვის განხორციელება ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს, თუმცა ამ ფაქტზე ხელშეკრულებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი. 

შპს "იბოლიას", სადაც პარლამენტარი 40% -იან წილს ფლობს, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები გასულ წელსაც არაერთხელ აქვს გაფორმებული. ეს კომპანია უწყების მიერ გამოცხადებულ ელ-ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

Read 868 times Last modified on ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 12:29