უფასო სასწავლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლის შემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. 

პროგრამით სარგებლობა იმ აბიტურიენტებს შეუძლიათ, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განთლების დამადასტურებელი დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიური მომზადების კურსს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად.

აბიტურიენტები მომზადდებიან ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სავალდებულო და არჩევით საგანებში. მათ ასევე უზრუნველყოფენ სტიპენდიით, სასწავლო მასალით და საცხოვრებლით.

რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებმა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N 1. 

 

რეგისტრაცია 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

Read 613 times Last modified on Last modified on მარტი 13 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი