გაიზარდა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მოსწავლეებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურებათ

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტრანსპორტი გორის მუნიციპალიტეტის 43 სკოლის მოსწავლეებს უფასოდ მოემსახურებათ, - აცნობეს რადიო "მოზაიკას" გორის რესურს-ცენტრიდან.

უწყების ცნობით, ტრანსპორტი მოსწავლეებს დილით სკოლაში მიიყვანს და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სახლში დააბრუნებს.

"მსგავსი მომსახურებით ისარგებლებენ გორის მუნიციპალიტეტის 43 სკოლის მოსწავლეები. ამის მიზანია, რომ ბავშვებმა შეუფერხებლად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა და ტრანსპორტის გამო, მათ პრობლემები არ შეექმნათ", - გვითხრეს გორის რესურს-ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ჩამონათვალს ახალი წლიდან 4 სოფელი დაემატა.

"გაიზარდა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მოსწავლეები ამ მომსახურებით სარგებლობენ. ასეთი ოთხი სოფელია. მათ შორისაა, ხიდისთავი, აზნეთი და ზემო ნიქოზიც", - გვითხრეს მერიაში.

ამავე თემაზე: მოსწავლეებს ტრანსპორტი მოემსახურებათ - მომსახურებაში გორის მერიამ 134 695 ლარი გადაიხადა

Read 293 times Last modified on Last modified on მარტი 13 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი