მოსწავლეებს ტრანსპორტი მოემსახურებათ - მომსახურებაში გორის მერიამ 134 695 ლარი გადაიხადა

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება უტენდეროდ შეისყიდა.

134 695 ლარის ღირებულების მომსახურება გორის მერიამ ტენდერის გარეშე შეისყიდა, საქმე ეხება სკოლის მოსწავლეების გადაადგილებისთვის ტანსპორტის დაქირავებას, რის შესახებაც შესყიდვების სააგენტომ უწყებას თანხმობა განუცხადა.

მერია განმარტავს, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის მიერ, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, კონსოლიდირებული ტენდერი (CON190000152) არ შედგა.

"შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან ვერ მოხერხდება მოსწავლეთა დროული, უწყვეტი გადაადგილება. სატენდერო პროცესების მიმდინარეობა შეაფერხებს მოსწავლეტა დასწრებას გაკვეთილებზე, შესაბამისად, საჯარო სკოლების მოსწავლეები ვერ შეძლებენ სასწავლო პროცესში ჩართვას. მუნიციპალიტეტს კი აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური რესურსი", - განმარტავს გორის მერია პირდაპირი შესყიდვის აუცილებლობით გამოწვეულ გარემოებებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება მერიასა და შპს "აქტივ გრუპს" შორის გაფორმდა. დოკუმენტი 2019 წლის 1 მარტით, თანხმობის შესახებ შესყიდვების სააგენტოს განკარგულება კი 6 მარტით თარიღდება. 

კანონის მიხედვით, თუ სახელმწიფო ორგანომ 5 000 ლარზე მეტის ღირებულების მომსახურებაზე პირდაპირი შესყიდვა განახორციელა, დასაბუთებული უნდა იყოს არგუმენტებით, თუ რით იყო განპირობნებული ამ ქმედების გადაუდებელი აუცილებლობა.

Read 488 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი