არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, გორის ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ, გორის ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - ამ საკითხზე გორში საჯარო განხილვა მოეწყო. 

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის ჰაბის ორგანიზებით, გამართულ დისკუასია რეგიონის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ამჟამად, გორის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და როგორხ შეხვედრაზე ითქვა, გათხების დასრულების შემდეგ იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მსჯელობისას, ის საკითხებიც განიხილეს, რაც გორის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პერსპექტივებთანაა დაკავშირებული. ასევე, იმსჯელეს გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის, ციხის ტერიტორიის სრულად ათვისებისა და სამუზეუმო სივრცის მოწყობის საკითხებზე.

,,კარგი შეხვედრა გვქონდა, რადგან ყველა დაინტერესებულმა მხარემ მივიღეთ მონაწილეობა და ერთობლივად ვიმსჯელეთ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების საკითხზე. საინტერესო იდეები გაჟღერდა, რაც შემდგომ გათვალისწინებული იქნება. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა მოვაწყოთ უშუალოდ გორის ციხეზე, სადაც ადგილზე გავეცნობით როგორც პირველადი სამუშაოების შედეგებს, ისე ლომჭაბუკის ძეგლის ირგვლივ მიმდებარე საპროექტო სამუშაოებს", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 454 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი