Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 10:57

ერთად ბულინგის წინააღმდეგ - გორელმა მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

Rate this item
(0 votes)

გორელმა ახალგაზრდებმა პროექტი დაწერეს, გრანტი მოიპოვეს და ახლა მის განხორციელებას იწყებენ.

"ხშირად ვიკრიბებით და სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობთ. პროექტიც ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას დავწერეთ", - გვიყვება ლევან ნადიბაიძე, რომელიც გამარჯვებული პროექტის "ერთად ბულინგის წინააღმდეგ" ხელმძღვანელია.

ლევანმა და მისმა 4-მა მეგობარმა მონაწილეობა "ევროპის ფონდის" მიერ გამოცახდებულ კონკურსში მიიღეს და დინანსებაც მოიპოვეს.

"ინტერნეტში ვნახე, რომ საგრანტო კონკურსი იყო გამოცხადებული. თემებიც იქვე იყო ჩამოთვლილი, რაზეც პროექტის დაწერა შეგვეძლო. გაგვიხარდა, რომ ერთ-ერთი თემა ბულინგი იყო და სწორედ ის ავირჩიეთ, რადგან მე და ჩემი მეგობრები ვხედავთ, რომ ეს პრობლემა ძალიან აქტიაულურია და რომ ბავშვთა უფლებები დაცული არ არის", - გვიყვება ლევანი.

მას და მის მეგობრებს "ევროპის ფონდმა" სამ-დღიანი აქტივობების განხორცეილების საშუალება მისცა, რომლებიც მიზნად ბულინგის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს ბულინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდებათ. მეორე დღეს კი 11-დან 18-წლამდე მოსწავლეები ხატვისა და ესსეების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

"მათ შეეძლებათ დახატონ ან დაწერონ ბულინგის თემაზე. ყველა ნამუშევრის პრეზენტაცია მესამე დღეს მოხდება და მათგან 2 საუკეთესო აირჩევა", - გვიხსნის ლევანი.

პროექტის მიხედვით, გამარჯვებული ნახატის და ესსეს ავტორი ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს.

პროექტი, რომელიც გორელმა მოსწავლეებმა საკუთარი ინიციტივით დაწერეს, მარტის ბოლოს დაიწყება.

Read 2322 times Last modified on ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 12:07