გორელი მოსწავლე პარლამენტის თავმჯდომარემ დააჯილდოვა

მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მე-12 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ესსეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში გამარჯვება მარიამ მახვილაძეს პარლამენტის წევრებმა მიულოცეს.

გამარჯვებული გორელი მოსწავლე რადიო "მოზაიკას" უყვება, რომ კონკურსში მონაწილეობამ და შემდეგ გამარჯვებამ ქვეყნის მნიშვნელოვან პერიოდსა და ისტორიაზე მეტი ინფორმაცია და გამოცდილება მისცა.

"პირველ რიგში, კონკურსში მონაიწლეობა იმიტომ მივიღე, რომ მსურდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა საქართველოს. ვფიქრობ, ყველაზე პროგრესული პერიოდი. გამეცნო მაშინდელი მოღვაწეების იდეები/ხედვები, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. კონკრეტულად ჩემი ესსე ეძღვნებოდა ქართული პარლამენტარიზმის დღეს. დამფუძნებელი კრების - პირველი ქართული პარლამენტის პირველ სხდომას. ესსეში განვიხილე ის მოვლენები, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი დასაფასებელი და სამაგალოთოა. გარდა ამისა, წარმოვაჩინე ცესკოს ღვაწლი, რომელმაც დამფუძნებელი კრების არჩევნები უპრეცენდენტოდ დემოკრატიული (საყოველთაო, სამაგალითო, ფარული კენჭისყრით ჩატარებული) გახადა მაშინდელ მსოფლიოში, რადგან ყველა პროცესს თან ერთვოდა თანამედროვე ევროპული ღირებულებები", - გვითხრა მარიამმა. 

მახვილაძემ გასულ კვირას კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. მე-11 კლასელმა მოსწავლემ TDI-ის ესეების კონკურსში „მრავალფეროვნება შენს რეგიონში“ გაიმარჯვა.

Read 2119 times Last modified on Last modified on მარტი 13 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი