Print this page

გორის მერიას 7 200 ლარის კარტრიჯის შეძენა უტენდეროდ სურს

მარტი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიაში კარტრიჯის დეფიციტია, სასწრაფოდ არის საჭირო მისი ტონერით შევსება/აღდგენა, -ასე განმარტავს გორის მერი პირდაპირი შესყიდვის აუცილებლობას.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ვარგისი (ტონერით შევსებული) კარტრიჯების მარაგი ამოწურულია, რაც ერთგვარად ადმინისტრაციული ორგამნოს მუშაობას აფერხებს.

გორის მერმა ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და პირდაპირი წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა. მისი განმარტებით, ლაზერული შავ/თეთრი კარტრიჯების ტონერით შევსება/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე მერიამ 7 200 ლარის ღირებულების ტენდერი იანვარში გამოაცხადა, თუმცა პროცესი ერთ-ერთი მონაწილე კომპანიის უკმაყოფილებამ გააჭანურა.

"როდესაც სატენდერო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული კომპანია და მოიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად, ერთ-ერთმა კომპანიამ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში. დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი მიიღო წარმოებაში, რის შედეგადაც გარკვეული ვადით გადაიწია ტენდერის პროცედურებმა. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა", - წერს გორის მერი შესყიდვების სააგენტოს.

აღნიშნულ მოთხოვნაზე მერიას თანხმობა ჯერ არ მიუღია. პირდაპირი შესყიდვა კი 5 000 ლარს ზემოთ ღირებულების მომსახურებაზე, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევბში ხორციელდება, იმის შესაბამისად, თუ რამდენად არგუმენტირებულია კონკრეტული მხარის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის გადაწყვეტილება.

Read 361 times