Print this page

ცხინვალის რეგიონში 21 ქართული სოფელი ოკუპირებულია

მარტი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ომის შედგად ქართულმა მხარემ კონტროლი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 21 სოფელზე დაკარგა.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა. უწყების ცნობით, აქედან 9 დიდი ლიახვის ხეობას ეკუთვნის, 10 პატარა ლიახვის ხეობას, 2 ფრონეს ხეობას.

ოკუპირებული ქართული სოფლები:

დიდი ლიახვის ხეობა

1. თამარაშენი
2. ზემო აჩაბეთი
3. ქვემო აჩაბეთი
4. ქურთა
5. კეხვი
6. ხეითი
7. ქემერთი
8. სვერი
9. ძარწემი

პატარა ლიახვის ხეობა

10. ერედვი
11. ვანათი
12. ბელოთი
13. ფრისი
14. საცხენეთი
15. აწრისხევი
16. არგვიცი
17. ბერულა
18. დისევი
19. ქსუისი

ფრონეს ხეობა

20. ავნევი
21. ნული

რაც შეეხება ახალგორის რაიონს, ამჟამად, ამ მიმართულებით, ოკუპირებულად 82, აფხაზეთის მიმართულებით კი 22 სოფელია მიჩნეული. საერთო ჯამში, 2008 წლის შემდეგ ქართული მხარე 125 სოფელს ვერ აკონტროლებს. 

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დღეს დევნილად 286 609 პირია რეგისტრირებული, მათი ნაწილი ეს სტატუსი 90-წლების, ნაწილს კი 2008 წლის შემდეგ მიენიჭა. უფრო კონკრეტულად, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად 259 717 პირს აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი, ხოლო 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დევნილის სტატუსი 26 892 პირს მიენიჭა.

Read 465 times Last modified on Last modified on მარტი 12 2019