წლის დასაწყისში, გორის მერიამ 147 870 ლარის საწვავი შეიძინა

მარტი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 58 200 ლიტრი ბენზინი (პრემიუმი) 116 982 ლარად შეიძინა, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი თავად არ გამოუცხადებია.

კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კი მიმწოდებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მიმდინარე წლის 3 იანვრიდან დაიწყო.

გორის მერიამ შესყიდვის ანალოგიური კატეგორიით (საწვავი), მიმდინარე წელს კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად, 13 200 ლიტრი დიზელი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 30 888 ლარი შეადგინა. ეს შეთანხმება კი 2019 წლის 14 იანვრით თარიღდება.

ორივე შემთხვევაში, მომწოდებელი კომპანია შპს "რომპეტროლ საქართველოა". 

აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნულ კომპანიასთან მერიას გასულ წელსაც ჰქონდა განხორციელებული.

Read 310 times Last modified on Last modified on მარტი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი