Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 20:05

გორელ მეეზოვე ქალებს მერია 8 მარტს მიულოცავს

Rate this item
(0 votes)

ხვალ დილით, 10:00 საათზე, საკრებულოს შენობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეეზოვე ქალებს 8 მარტს მიულოცავენ. 

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მეეზოვე ქალების რაოდენობა ამ დროისთვის 57-ს შეადგენს და თითოეულ მათგანს ადგილობრივი ხელისუფლებისგან მისალოცი ბარათები, მადლობის სიგელები და ყვავილები გადაეცემა. 

ქალთა დღეს დაგეგმილია ასევე კონცერტიც, ადგილობრივი მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით. სარვამარტო ღონისძიება 15:00 საათზე გორის თეატრის დარბაზში გაიმართება. 

Read 1024 times Last modified on ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 20:28