გორში ნაგვის ურნებში ცეცხლი გააჩინეს

მარტი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ნაგვის ურნებში ცეცხლი გააჩინეს.

გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანაშვილის თქმით, ურნების დაზიანების ფაქტი ხშირია. გვიანაშილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ხდება ასეთი შემთხვევები. ასეთ დროს ჩვენ ვცვლით ნაგვის ურნებს. იყო შემთხვევა, როდესაც ნაკვერჩხლები ჩაყარეს ურნაში და გაჩნდა ცეცხლი, ხშირად სიგარეტის ნამწვავსაც გამოუწვევია ცეცხლის გაჩენა. წელს 2 ურნა გამოვცვალეთ ამ მიზეზით გორში. მოსახლეობამაც უნდა გაითვალისწინოს და სიფრთხილე გამოიჩინოს", -  გვითხრა ბაჩანა გვიანაშვილმა.

Read 583 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი