Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 13:51

მოზარდების ქორწინება გორში - 15 წლის გოგონამ და 18 წლის ბიჭმა ოჯახი შექმნეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ერთ - ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაქორწინდა.

მეთერთმეტე კლასელი გოგონა ცოლად 18 წლის ბიჭს გაჰყვა.

გოგონას სწავლა არ შეუწყვეტია. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მან განათლების სამინისტროს აცნობა.

"ჩვენ მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ განათლების სამინისტრო. გოგონას სწავლა არ შეუწყვეტია, ის კვლავ ჩვენ სკოლაში, მე - 11 კლასში სწავლობს", - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მან მოგვიანებით შეიტყო.

"18 წლის ბიჭს გაჰყვა ცოლად. კვლავ სკოლაში სწავლობს და არანაირი პრობლემა არ შექმნია", - ამბობს მერის წარმომადგენელი.

საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე მიუღწეველ პირთან ქორწინება ნებადართული არ არის. 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქსობრივი კავშირი კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

Read 1009 times Last modified on ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 14:05