Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 12:06

ლიბიაში გარდაცვლილ გორელ მეზღვაურს ხვალ კვერნაქის სასაფლაოზე დაკრძალავენ

Rate this item
(0 votes)

ლიბიაში გარდაცვლილ 23 წლის დავით რაზმაძეს თბილისიდან გორში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გარდაცვლილის ბებიამ მიაწოდა.

მედიკო ცეცხლაძის განმარტებით, არსებული ექსპერტიზის დასკვნა მათთვის ბუნდოვანია, რის გამოც საქართველოში ცხედრის ჩამოსვენების შემდეგ, ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტეს.

ცხედარი ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

"საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. იმ დასკვნაში, რაც მივიღეთ ვარაუდის დონეზეა დაწერილი დათოს სიკვდილის მიზეზები. ჩამოთვლილია, რომ შესაძლოა, მოკლეს; რომ შესაძლოა თვითმკვლელობა იყო და ამიტომ, ზუსტად რომ ვიცოდეთ, რითია ბავშვი გარდაცვლილი, საქართველოში ახალ ექსპერტიზას ვუტარებთ. ცხედარს გორში დღის ბოლომდე ჩამოვასვენებთ, ხვალ საკათედრო ტაძარში პირველ საათზე დავასვენებთ, შემდეგ კი კვერნაქის სასაფლაოზე დავკრძალავთ, სადაც ჩვენი წინაპრები არიან დასაფლავებულები",  - ამბობს მედიკო ცეცხლაძე.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიის პორტიდან 6 იანვარს გაუჩინარდა, მისი ცხედარი ნავსადგურთან ახლოს, 21 იანვარს იპოვეს, საქართველოში მისი გადმოსვენება თითქმის ორი თვის შემდეგ მოხდება.

Read 1173 times