პოლიციის მიერ შეცდომით დაკავებული გორის სასამართლომ გაამართლა

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, პოლიციის მიერ შეცდომით დაკავებული პირი სასამართლომ გაამართლა.

პოლიცია მას საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ამავე თემაზე: გორში პოლიციამ შეცდომით სხვა პირი დააკავა და ბრალიც შეცდომით წაუყენა

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ნ.კ.-ს მონაცემები სხვა პირმა გამოიყენა - მან პასპორტში საკუთარი ფოტოსურათი მოათავსა და საზღვარი ნ.კ-ს სახელით გადმოკვეთა. საქართველოში გარკვეული პერიოდის ყოფნის შემდეგ კი, უკან, რუსეთში დაბრუნდა.

ამის შემდეგ, ნ.კ.-მ მოისურვა საქართველოში ჩამოსვლა. საკუთარი პასპორტით შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა გორის მუნიციპალიტეტში იგი დააკავეს და საზღვრის უკანონო კვეთისთვის პასუხისგებაში მისცეს.

დაცვის მხარემ გამოითხოვა ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კვეთს, პოლიციის აზრით, ნ.კ. საზღვარს, თუმცა მოგვიანებით, ექპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეო-კადრებში აღბეჭდილი პირი ნ.კ. არ არის.

საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო. მას მინდობით ადვოკატი ნინო შავშიშვილი წარმართავდა.

Read 399 times Last modified on Last modified on მარტი 06 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი