სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში 7 მარტს 15:00 საათზე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალებთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეები საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს წარმოადგენენ. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს შორის იქნება - ტიხრიული მინანქარი, თიხის, თექის, ბისერის, წიწვებისა და მინის ხელნაკეთი ნივთები. 

შეხვედრის ფარგლებში, შერულდება მუსიკალური ნომრები ირმა ზუბაშვილის, თინათინ ჭულუხაძის, კესო ჯოხაძის, მარიამ მელანაშვილისა და ვაჟთა ტროს “ნართები“ შესრულებით.

Read 411 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი