Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 04 მარტი 2019 12:35

"კანუდოსი" გორში კონცერტს "ლურჯი სიჩუმე" გამართავს - დასწრება თავისუფალია

Rate this item
(0 votes)

ჯაზ-ბენდი "კანუდოსი"  7 მარტს სოლო კონცერტს "ლურჯი სიჩუმე" გამართავს.


საღამოზე ბენდის საავტორო და მხოლოდ ინსტრუმენტალური კომპოზიციები შესრულდება, მათ შორის ოთხი ახალი კომპოზიცია.

ჯგუფი კონცერტის ლაივ ჩაწერას და ლაივ-ალბომად გამოცემასაც აპირებს. 

„კონცერტის სახელწოდება მოდის ბენდის ერთ-ერთი ახალი კომპოზიციის სახელიდან და მისი მთავარი თემაც უკვე ჟღერს სპეკტაკლში - "ფანჯრებს იქით", რომლის მუსიკაც მთლიანად "კანუდოსს" ეკუთვნის. ხოლო "ლურჯი სიჩუმე", როგორც სრულყოფილი კომპოზიცია, პირველად გაიჟღერებს ამ კონცერტზე", - ამბობენ ბენდის წევრები.

ღონისძიება 7 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.

ერისთავის თეატრის დიდ დარბაზში, კონცერტზე დასწრება ყველა მსურველს, უფასოდ შეუძლია.

Read 995 times Last modified on ორშაბათი, 04 მარტი 2019 12:46