Back to Top
ორშაბათი, 04 მარტი 2019 11:05

დღეს გორში ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე იმსჯელებენ

Rate this item
(0 votes)

გორში პროექტის “საქართველო ევროპულ გზაზე“ ფარგლებში, ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე დასკვნითი შეხვედრა გაიმართება.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მცირე და საშუალო საწარმოებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საქართველოს მთავრობას შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სრუქტურული კომუნიკაციის დამყარებას ისახავს მიზნად. 

შეხვედრას 25 ადამიანი დაესწრება, რომლებიც მოისმენენ პროექტის შეჯამებას. ასევე მოხდება რეგიონის პრიორიტეტული სექტორების გამოწვევებისა და გადაჭრის გზების პრეზენტაცია მცირე ფოკუს-ჯგუფ ორგანიზაციებთან. 

პროექტის ფარგლებში, რეგულარული შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, დასკვნითი შეხვედრა კი გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში 4 მარტს 13:00 საათზე მოეწყობა.

Read 551 times